„მიდი, იბრძოლეო, მამხნევებენ“ – სანდრა რულოვსი ზუგდიდის ბაზარში

ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის აგრარულ ბაზარს ეწვია და ხალხს გაესაუბრა.

სანდრა რულოვსის განცხადებით, მერად არჩევის შემდეგ ის იმ პროექტების განხორციელებას აპირებს, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას. მისი თქმით, მერიაში კორუფციის აღმოფხვრის შედეგად დაიზოგება მილიონობით ლარი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის.

„მიდი, იბრძოლეო, მეუბნებიან, მამხნევებან, რაც დიდ ძალას მაძლევს“- აცხადებს სანდრა რულოვსი.