მიეცით ხალხს უფლება მოწიონ, დალიონ და მიირთვან წითელი ხორცი-ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრი

ნორვეგიაში, ახლადარჩეულმა ჯანდაცვის მინისტრმა პოპულისტური განცხადებებით მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. მან განაცხადა, რომ მწეველი ადამიანები გარიყულები არიან და ადამიანებს რამდენიც უნდათ იმდენი უნდა დალიონ, მოწიონ და მიირთვან რაც გაუხარდებათ. პოლიტიკოსთან, რომელიც ანტიიმიგრაციული განწყობებით არის ცნობილი, ინტერვიუ ტელეკომპანია ბიბისიმ ჩაწერა.

„ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოწიონ, მიირთვან და დალიონ იმდენი, რამდენიც გაუხარდებათ. “, – განაცხადა სილვი ლისტოგიმ.

“მოწევა არ არის კარგი, ის ზიანის მომტანია, თუმცა ზრდასრულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა გააკეთოს.ხალხს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ამა თუ იმ პროდუქტის მავნებლობის შესახებ. თამბაქოს სტრატეგიაც სწორედ ამას გულისხმობს, რომ უნდა დავეხმაროთ არ დაიწყონ ახალგაზრდებმა მოწევა, ხოლო მწეველების დიდმა ნაწილმა მაინც თავი დაანებონ მოწევას. თუმცა არჩევანი ადამიანებმა უნდა გააკეთონ. “-განაცხადა ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრმა.

ლისტოგის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა კრიტიკა. კრიტიკოსებმა განაცხადეს რომ მოქმედ ჯანდაცვის მინისტრს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ შესაბამისი განათლება არ აქვს.

ინტერვიუში ლისტოგიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ თავადაც ეწევა, თუმცა მწეველი არ არის.