ხევსურეთის მკვიდრი მიხა არაბული, რომელიც საზოგადოებაში მიხა პაპას სახელითაა ცნობილი,დროებით საპატრიარქოში იცხოვრებს.
მიხა პაპა კლინიკიდან ოპერაციამდე გამოწერეს, სწორედ ამას უკავშირდება მისი საპატრიარქოში ყოფნა.
საპატრიარქოში მიხა პაპა თავის ნათლიას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
მიხა არაბულს, რომელიც საზოგადოებაში მიხა პაპას სახელითაა ცნობილი,აპრილში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხევსურეთიდან მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც საქმეში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩაერთო. მათი დახმარებით მიხა პაპა თბილისში გადმოაფრინეს.
ხევსურეთის მკვიდრი 77 წლის მიხა არაბული, საავადმყოფოში ყოფნისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა.
მიხა არაბულს ძველი, ხევსურული სახლი 20 წლის წინ დაენგრა, თუმცა ერთადერთმა მაცხოვრებელმა სოფელი მაინც არ დატოვა. ის მიწაში გამოთხრილ უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა. მიხა პაპას შესახებ საზოგადოებამ “მთის ამბებიდან” შეიტყო, სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა საზოგადოების მობილიზება და ხევსურეთის მკვიდრისთვის სახლის აშენება.