მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურორმა იმ მიზეზით დააყენა, რომ მათ მოუწევდათ არასრულწლოვნების პერსონალური ინფორმაციის გაჟღერება, ასევე გარკვეულ მტკიცებულებებზე საუბარი, რომელიც მკვლელობის ძირითად საქმეშია. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა.
დაცვის მხარე დღეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, მიხელ კალანდიას პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს. ანა კოტეტიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.
„დღეის მოცემულობით, რაც საბოლოოდ გავცვალეთ ბრალდების და დაცვის მხარემ მტკიცებულებები ახალი ამ ეტაპზეც არაფერი არ არის. უბრალოდ ახლიდან არის გამოკითხული რამდენიმე მოწმე, რომელიც ახალს ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერს არ ამბობს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა დაცვის მხარეს აქვს მოტივირებული პოზიცია, თუ რატომ უნდა შეიცვალოს გამოყენებული პატიმრობა,“-განაცხადა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.