მიხეილ სააკაშვილი: 72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი თბილისში, 72 საათის განმავლობაში მის თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფენ, ივანიშვილი საერთოდ გაქრება.  

“72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს”, განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″ – ის” გადაცემა “კვირის აქცენტებში” ჩართვის დროს.

“იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია არის მზად, უზრუნველყოს ჩემი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში. ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი მოშორების,” განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ის მზად არის, ნებისმიერი სცენარისთვის:

“მე არც გიჟი ვარ, მიუხედავად იმისა, რასაც მაბრალებენ და არც თვითმკვლელი. მე არ მითქვამს, რომ მე მინდა ეს სცენარი და მე არ მითქვამს, რომ მე მზად ვარ, პირდაპირ თავი გავყო იმაში, რასაც ისინი ამზადებენ. მაგრამ მაშინ, როდესაც ებრძვი ასეთ მონსტრს, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. როდესაც გიჟებმა საგიჟეთში ჩაკეტეს ექიმები, საქართველოსი ხელისუფლება მაგას მაგონებს და თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია, ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.