საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენსილვანიაში, ქალაქ მორისვილში David’s Distillery-ის არყის ქარხანა სახელად “ლაზიკას ჭაჭა” გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ქარხნის გახსნის ვიდეო სტატუსით: “ძლივს არ გამახსნევინეს ქარხანა. ლომკა მქონდა რამის გახსნის! “
ქარხნის პატრონი, დავით ცქიფურიშვილი ამბობს, რომ ის ქართველთა სათვისტომოს შეკრების ადგილიც იქნება. ამერიკული ბაზრისთვის ქართული ჭაჭა კალიფორნიული ყურძნით დამზადდება. ქარხანას დღეში რამდენიმე ტონა ჭაჭის არყის დამზადება შეეძლება. ქარხნის გახსნაზე ამერიკაში მცხოვრები ქართველები ჩავიდნენ. მათ წინაშე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა საქართველოს “კულინარიული ზესახელმწიფო“ უწოდა.