საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში მეგრული ხაჭაპური გამოაცხო. კადრები სოციალურ ქსელში სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
“ჩემი პირველი მეგრული ხაჭაპური სხვათაშორის უგემრიელესი გამოვიდა უმაგრეს გოგასთან და მარიამთან ერთად,”-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მანამდე კი სააკაშვილმა პენსილვანიაში, ქალაქ მორისვილში David’s Distillery-ის არყის ქარხანა სახელად “ლაზიკას ჭაჭა” გახსნა.