მიკროავტობუსებიდან უკანა სავარძლების მოხსნის მიზეზი ცნობილია

{{ARTICLEIMAGE}}

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილში უკანა სავარძლები ამოიღეს. მგზავრებისთვის ეს ცვლილება უკვე რამდენიმე დღეა, შესამჩნევი გახდა. უკანა სავარძელი ჯერ ამოღებული არ არის ამ სახის ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მითითებას მძღოლები ტექდათვალიერების ცენტრისგან იღებენ.

“თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მიქიაშვილი განხორციელებულ სამუშაოს “მეორე ავარიული გასასვლელის” საჭიროებით ხსნის.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაშიც ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნებით ხსნიან.

“ტრასნპორტის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია “ურბანულ ლაბორატორიაში” აცხადებენ, რომ ახალი წესის შესრულება მიკროავტობუსების მძღოლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ტექდათვალიერების ცენტრის მოთხოვნა ემთხვევა მძღოლების ინტერესს, რაც შეიძლება მეტი მგზავრი ფეხზე დააყენონ,იუწყება რადიო თავისუფლება.