მიკვირს, სად იყო ამ ხნის განმავლობაში- სოფო კილაძე პოლიციელზე, რომელმაც იზორიას ძმის კადრები გაასაჯაროვა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაკვირვებულია, რატომ არ გაავრცელა პოლიციელმა კადრები აქამდე.

,,საქმე ძალიან მარტივადა. ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მე ძალიან მიკვირს, სად იყო ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში, რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ამ კადრების გავრცელება”,- ამბობს კილაძე და აღნიშნავს, რომ ლევან იზორია ,,ნაციონალური მოძრაობის” დარტყმის ობიექტი ხშირად იყო.

,,მეორე საკითხია ასევე, ძალიან მნიშნელოვანი, რომ ლევან იზორია ხშირად ხდება ნაციონალური მოძრაობის დარტყმის ობიექტი. ამას, რა თქმა უნდა, თავის ობიექტური მიზეზი აქვს”- განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა.

ცნობისთვის, გუშინ მთავარი არხის ეთერში პოლიციელმა გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებს ის მაშინდელი შს მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, შემდეგ კი მის გათავისუფლებას აიძულებენ.