„პანორამა თბილისის“ მსენებლობიდან მუშების ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს, ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიას აკისრებს. ლევან ხაბეიშვილი მშენებლობაზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ივანიშვილის სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთოება, არსებული კანონდარღვევების მიუხედავად, უწყებებს არ შეუსწავლიათ.
„მილიარდერ ივანიშვილის სამშენებლო ობიექტზე გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. ის, რომ არანაირი უსაფრთხოების ზომები მშენებლობაზე არ არის, ყველამ ვნახეთ. ივანიშვილს ფეხებზე კიდია ადამიანების ჯანმრთელობა. დედაქალაქაის ცენტრში ამხელა მშენებლობა მიმდინარეობს და თურე მერიას არანაირი უფლება არ ჰქონია, შეამოწმოს. ჯერ ერთ ლარად გადასცეს მილიარდერს შემდეგ გზა გააუქმეს, სხვა კორპუსს მიაბჯინეს, აღმოჩნდა, რომ ადამიანები რომ დაშავდნენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის შესვლის შესაძლებლობაც არ იყო. ადამიანების გამოყვანაც კი გაჭირდა“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი