მინდა ბატონ ბიძინას ოჯახში მატება მივულოცო – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. გუბაზ სანიკიძეს იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის დაბადება უფრო პოზიტიურად ჩააფიქრებს.
„ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს ოჯახში მატებას, გულრწფელად მინდა მივულოცო. იმედი მაქვს, რომ ეს მას უფრო პოზიტიურად ჩააფიქრებს“ – განაცხადა სანიკიძემ
შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილის ვაჟი 29 ნოემბერს დაიბადა.
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნოემბერს დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მშობლები გახდებიან, აპრილში გავრცელდა.