“მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე – ბატონი რობერტ სტურუას” – ამის შესახებ კომპოზიტორმა გია ყანჩელმა განაცხადა.
“მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე – ბატონი რობერტ სტურუას აზრით საქართველო დამთავრდა, მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე დადგომა ისევ დაიწყო. მინდა გავემიჯნო სასულიერო და სამოქალაქო პირების იმ ნაწილს, რომელიც ურთიერთპატივისცემის ნაცვლად საზოგადოებას ურთიერთდაპირისპირებას მოუწოდებს. ნება მომეცით ჩემი დამოკიდებულება დასახიჩრებული და დაპატიმრებული ახალგაზრდების მიმართ გამოვხატო ჩემი ციტატით ჩემი სიმღერიდან “ჰერიო ბიჭებო”. – “ჰერიო ბიჭებო ჰერიო, არ გავახაროთ მტერიო”, – განაცხადა გია ყანჩელმა ტვ პირველის ეთერში.
შეგახსენებთ, გია ყანჩელის გამოხმაურება რობერტ სტურუას განცხადებას მოჰყვა, მან განაცხადა, რომ “ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!“