“მინდა მანდვე დაგბრიდო და ვისიამოვნო”- პარლამენტთან გამართული აქციების ორგანიზატორს მოკვლით ემუქრებიან

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ მას მოკვლით ემუქრებიან.ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა  სადაც ასევე  აქვეყნებს მუქარის შემცველ კომენტარის სქრინს.
ამ დროისთვის გიგა მაქარაშვილი პოლიციაში იმყოფება, სადაც მუქარის შესახებ განცხადება შეიტანა. 

“შევედი მე პოლიციაში და ვნახოთ როგორ უნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა!!!” – წერს მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

გიგა მაქარაშვილი მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” ერთ-ერთი დამფუძნებელია.