,,მინდა ვკითხო პრემიერს – როდის გადადგება? დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა და ხალხი” – ჭიჭინაძე

„წუთნახევრით განსაზღვრა პარლამენტმა ის სტატუსი, რაც ჩვენს პრემიერს აქვს“ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. ინტერპელაციის ფორმატში მისულ მამუკა ბახტაძეს მან მხოლოდ გადადგომის შესახებ დაუსვა შეკითვა.
,,მინდა ვკითხო რიტორიკულად როდის დატოვებს თანამდებობას, დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა და ხალხი. რასაც ის აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური ფუნქციაა, აქაც ფიქტიურად მოდის, ტელევიზორშიც ფიქტიურად გამოდის. ვფიქრობ, დღეს ქვეყანას არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი“ – განაცხადა ჭიჭინაძემ.