{{ARTICLEIMAGE}}
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯვრის მონასტრის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტირებისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის პრობლემა გადაჭრილია და ჯვრის მონასტერი ღიაა ტურისტებისა და მომლოცველებისათვის, უწყება აპირებს, მოაწესრიგოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, რათა გარემოვაჭრეთა საქმიანობა მოექცეს “ცივილიზებულ გარემოში”:
“ცხადია, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება, ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ, ჩვენი უწყების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც, არსებული ვითარება მოწესრიგდება”, აცხადებს მინისტრი.














