“მინისტრთა კაბინეტს დავაწეროთ სათაურად – ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი”- ხუხაშვილი

ამ მინისტრთა კაბინეტს დავაწეროთ სათაურად – ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი, – ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება.

„ეს მაინც, სამწუხაროდ, წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტია. მთავარი გზავნილი, რაც დავინახეთ ამ დებატებიდან გამომდინარე, არის ის, რომ ნეგატიურ დღის წერიგზეა გათვლილი, ანუ საზოგადოების კონფრონტაციაზე და ორ პოლუსიანობის უზრუნველყოფაზე. ძირითადად დაეთმო ეს დებატები ტემპერატურის აწევას, შუღლის გაღვივებას და მხარეებად ფორმირებას, ისე რომ, ალტერნატიული აზრისთვის ადგილი არ დატოვა. გახარიას სწორედ ეს ამოცანა დაუსახა ხელისუფლებამ. გამომდინარე იქიდან, რომ გრძელვადიან პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ქმნიან, საფრთხე ექმნება მათ ძალაუფლებას. შესაბამისად, ამ მინისტრთა კაბინეტს დავაწეროთ სათაურად – ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობის კაბინეტი, “ – განაცხადა ხუხაშვილმა.