იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა მხარი ერთხმად დაუჭირა.
იუსტიციის საბჭოს მდივანს განაცხადი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზეც ჰქონდა შეტანილი, თუმცა კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა. იუსტიციის საბჭომ მიქაუტაძე საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გაამწესა.
კონკურსი, რომელიც ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება, დღეს დასრულდება. საბჭო მოსამართლეებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების ვაკანტურ ადგილზე დანიშნავს. 43 ვაკანტურ ადგილზე 72 კანდიდატის განაცხადია შესული.