მირზა სუბელიანი საპატრიმროს რამდენიმე თვეში დატოვებს – განაჩენი ხორავას ქუჩის საქმეზე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი საპყრობილეს რამდენიმე თვეში დატოვებს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეეფარდა, საიდანაც მას 9 თვე უკვე მოხდილი აქვს. გარდა ამისა, დღეს მოსამართლემ სუბელიანს ბრალდება დანაშაულის შეუტყობინებლობიდან, დანაშაულის დაფარვით გადაუკვალიფიცირა. ამ გადაწყვეტილებამდე კი მირზა სუბელიანმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა.