მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

პოლიციამ კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი  გახსნა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით  დაკავებულია 1 პირი 1963 წელს დაბადებული პ.მ. 

შსს–ს ინფორმაციით “ბრალდებულმა ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.“

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაჭრილი სოფელ მირზაანის გამგებლის აკაკი თარაშვილის შვილია. შემთხვევა სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. კობა თარაშვილს რამდენიმე პირთან კონფლიქტი ქვემო ბოდბეში გუშინწინ მოუხდა. დაჭრის ფაქტი კი გუშინ მოხდა.

დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.