” მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო”- რას ყვება ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა

ხაშურის სამშობიარო სახლში მომხდარ ფაქტს გარდაცვლილი ქალის დედა გამოეხმაურა.

„სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, 17:00 საათზე, ყურადღება არ მიაქციეს. თურმე ბავშვს უჭირდა, კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო. სად წამეყვენა, უკვე დაგვიანებული იყო. თვითონ უნდა მოგვეხმაროსო. გული აღარ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში, ცუდად იყო. არ მიაქციეს ყურადღება. მე ვუთხარი, გაუკეთეთ საკეისრო-მეთქი და არა, თვითონ უნდა იმშობიაროსო. ვერ იმშობიარა თვითონ. შვილი მომიკლეს. ყურადღება არ მიაქციეს, ოთხი ობოლი შვილი დატოვა“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.

მშობიარისა და ჩვილის გარდაცვალების მიზეზად მედპერსონალის მხრიდან გადაცდომა სახელდება 

შეგახსენებთ, დღეს ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპა. 40 წლის ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს გართულება ჰქონდა, რის გამოც საკეისრო კვეთა დაიწყო. ამის შემდეგ კი ქალი და ჩვილი დაიღუპა.