“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ემზარ კვიციანმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.
“რუსეთი ოკუპანტია მაგრამ ოკუპანტია ჩემთვის და თქვენთვის და არა ამათთვის, ესენი თანაოკუპანტები არიან, რუსეთი ოკუპანტია კი ბატონო მაგრამ ვინ გაუფორმა ტერიტორიები ჩვენი 22% ვინ მისცა ლეგიტიმაცია შემოსვლაზე კოდორშიც და ცხინვალშიც? რადგანაც შევთანხმდით მოვიწვიეთ დავსვით აქა(გავრილოვი) ეს უნდა ჩატარებულიყო ბოლომდე და მერე პასუხისმგებელი პირები დასჯილიყვნენ.
ესენი არიან საქართველოს მტრები მთავარი არის ბოკერია, რომლის დროსაც ხელი მოეწერა 94 წლის შეთანხმებას მოსკოვში. თავისმა მეთაურმა ჯაბა იოსელიანმა არ მოაწერა ხელი? მხედრიონელი არ არის ბოკერია?და აქეთ გვმოძღვრავენ და ისროულობიან ამ იარლიკებს რუსეთის აგენტურის. ვინმემ განსაზღვრა რამხელა დანაკარგი გვაქვს ჩვენ ამ ასამბლეის ჩაშლით?პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც. შევქმანთ დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში და გამოვიძიოთ ვინ უწყობდა ამ პროვოკაციას ხელს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა გავრილოვის უახლოესი მეგობარი, რომელმაც მოუწოდა ხალხს მის წინააღმდეგ გამოსასვლელად. “-განაცხადა კვიციანმა.