“ამისთვის დაიბადა ანიტა, რომ ბევრი ადამიანი დაეფიქრებინა” – დეკანოზი შალვა კეკელია

„ანიტა ყველას შვილი გახდა. მას ეს მადლი, რომ არ ჰქონოდა ღვთისაგან ასე ვერ იქნებოდა, ზუსტად ამისთვის დაიბადა ანიტა, რომ ბევრი ადამიანი დაეფიქრებინა. ანიტა მთელი ქვეყნისთვის დაიბადა“, – თქვა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში ანიტას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის ქართველი გოგონა საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. მას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. ბოლოს ის ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო, ანიტა 30 იანვარს გარდაიცვალა.