“მითხრა მთლიანად გაიხადეო, ღმერთს ვფიცავარ, რომ დედამ არაფერი იცოდა” – ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის შემზარავი დეტალები (ვიდეო)

„პოსტ ფაქტუმმა“ ის არასრულწოვანი გოგონები ჩაწერა, რომლებსაც პორნოგრაფიულ ფოტოებს უღებდნენ.

„მთლიანად გაიხადეო მითხრა… პირველ ფოტოსესიაზე თავიანთ სახლში მივედით, როგორც ყოველთვის, გამოსაცვლელი ოთახიც იყო, და სასტუმრო ოთახში დედა იყო ხოლმე… ყავას სვამდნენ, ხოლმე და ლაპარაკობდნენ. მე და კარლი [ამერიკელი ფოტოგრაფი] ვიყავით თავიდან და დედაც ესწრებოდა. მერე უთხრეს, რომ გადაღებაზე ხელს უშლიდა და მერე გარეთ მელოდებოდა ხოლმე. მითხრა რომ მეტი ფული იქნებოდა და მეც მინდოდა ოჯახს დავხმარებოდი და აღარ გაგვიჭირდებოდა. განვიცდიდი რა თქმა უნდა, დედას არ ვუთხარი იმიტომ რომ [კარლი] მანიშნებდა, რომ ეს ჩვენი საიდუმლო უნდა იყოსო. არ მეგონა რომ რამე პრობლემა შეიქმნებოდა.. ღმერთს ვფიცავარ დედამ არაფერი იცოდა და ტყუილად დაიჭირეს. მე ყველა მეხმარება მაგრამ დედას ვერავინ ვერ შემიცვლის“, – ამბობს ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგონა.

მეორე არასრულწლოვანი ჰყვება, რომ ფოტოგრაფი მას გაშიშვლებასთან ერთად, სხვადასხვა პოზებში დგომასაც აიძულებდა.

საქმეში არის 2 მთავარი ფიგურანტი, ეს არის ფოტოგრაფი , რომელსაც მსგავსი დანაშაული ადრეც აქვს ჩადენილი და ერთი ქალი, რომელიც ფოტოსესიებს ორგანიზებას უკეთებდა და ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართო თავის შვილი, მათი კლასელები ძმიშვილი და მეზობლები.

იხილეთ ინტერვიუ სრულად :