მივესალმებით ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას- ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროები

 


მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას- აცხადებს ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი.

,,მივესალმები და ტაშს ვუკრავ ახალ ამბავს ქართველი ექიმის , ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ”,- ვკითხულობთ ედგარს რინკევიჩსის ,,ტვიტერის” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ანალოგიურად ეხმაურება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ,,მივესალმებით დე ფაქტო ხელისუფლების პატიმრობიდან ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის რეგიონში “საზღვრის” უკანონო კვეთის გამო 9 ნოემერს დააპატიმრეს”,- წერს საკუთარ ,,ტვიტერზე” ოფიციალური ლიეტუვა.

უწყების თქმით, შემდგომი დაპატიმრებები თავიდან უნდა იყოს არიდებული და გადაადგილების თავისუფლება ყველასთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავა და 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის პატიმრობიდან დღეს დილით გაათავისუფლეს.

ექიმის გათავისუფლებისკენ საოკუპაციო ძალებს საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ქვეყნის , მათ შორის , ლიეტუვის საგარეო უწყებები მოუწოდებდნენ.