ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა “რუსთავი2“-ის 30% წილის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
“ყველასათვის ცნობილია, რომ “რუსთავის 2“-ის მფლობელებს წილები მათი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს, მე, როგორც ეროსის სამართალმემკვირდრეს, ყველანაირირი სამართლებრივი და მორალური უფლება მაქვს, ეს წილი მოვითხოვო. ეს დავა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, მე ვთვლი,რომ ყველანაირი უფლება მაქვს მოვითხოვო მისი წილი განსაკუთრებით ახლა“, – განაცხადა კიწმარიშვილმა
კიწმარიშვილმა მოუწოდა პოტენციურ მყიდველებს, რომ თავი შეიკავონ ტელეკომპანიის შეძენისგან, რადგან ის სადავო ქონებაა და ის აპირებს მისთვის სამართლებრივად ბოლომდე იბრძოლოს.
“დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დავა დაიწყეს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს, როდესაც ეს გახდა მათთვის აქტუალური. ეროსი ამას დაობდა 2009 წლიდან.დღეს მე აქ ვარ სწორედ იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ჩემთვსი გახდა ცნობილი და მე როდესაც გავაჟღერე საინფორმაციო საშუალებებში მხოლოდ შემდეგ დაადასტურა ბატონმა ქიბარმა. დიახ ის გეგმავს გაასხვისოს და მე კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან, რადგან ამ საქმეს პირადად მე ვაპირებ, რომ მივყვე ბოლომდე , იქნება ეს საქართველო თუ იქნება ეს სტრასბურგი”-განაცხადა ია კიწმარიშვილმა.