მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ ესკალაციას არ აჰყვეს.
ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ  გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა მისი დახასიათებით რადიკალური ძალებით წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.