მიყვარს გამონათქვამი რომ “ზოგი ჭირი მარგებელია” – ბიძინა ივანიშვილი

“ზოგი ჭირი მარგებელია”,-ასე აფასებს დღეს შექმნილ ვითარებას ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში აცხადებს, რომ მიუხედავად შეუსრულებელი დაპირებისა ქვეყნის განვითარება უნდა გაგრძელდეს.

“ყოველთვის არჩევანი არ გვაქვს კარგსა და უკეთესს შორის, ცუდსა და უარესს შორის, ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება, მე პირადად ძალიან ვიაქტიურე და არ დავშალე გუნდი. უმრავლესობის დაშლა იქნებოდა ტრაგიკული ამ ქვეყნისათვის, წარმოიდგინეთ, შევინარჩუნეთ სტაბილური უმრავლესობა და მე ძალიან მიყვარს გამონათქვამი რომ “ზოგი ჭირი მარგებელია”, რა თქმა უნდა, ცუდი იყო რაც მოხდა, როგორც მოხდა, მაგრამ აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები-დასკვნები მრავალმხრივი და გავაგრძელოთ ქვეყნის სტაბილური განვითარება”-ამბობს ბიძნა ივანიშვილი იმედის ეთერში.