მჯერა, ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში- გიორგი ვაშაძე

,,ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად ბრძოლაში თავის როლს შეასრულებს.

მისივე შეფასებით, ივანიშვილის 8-წლიანი მმართველობის ფონზე ნათლად გამოჩნდა ის წარმატება და პროგრესი, რასაც საქართველომ 2003 წლიდან 2012 წლამდე მიაღწია.

„მივესალმები ვანო მერაბიშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას. ივანიშვილის 8 წლიანი მმართველობის ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ის ძალისხმევა, წარმატება და პროგრესი, რასაც 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ მიაღწია. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და მე მჯერა, ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად ვანო მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში. თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა დააანონსა.