მხოლოდ 48 საათი დაგრჩა:ჯეკ შეფერდის ადვოკატს აფეთქებით ემუქრებიან

ინტერპოლის მიერ ძებნილი და თბილისში, პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარებული ჯეკ შეფერდის ბრიტანელმა ადვოკატმა, რიჩარდ ეგანმა რამდენიმე მუქარის წერილი მიიღო. ბოლო გზავნილში,რომელიც საკუთარ ოფისში დახვდა, მას აფეთქებით ემუქრებიან.

“უარი თქვი ადვოკატობაზე – ამისათვის შენ მხოლოდ 48 საათი დაგრჩა, გახსოვს ჯო კოქსი? ჩვენ შენ სახლამდე გამოგყევით და ვიცით, სადაც ცხოვრობ. ხომ იცი ლონდონში ხშირად ხდება უბედური შემთხვევები, ადამიანებს ჩეხავენ, ცხოველები იწამლებიან, ბავშვები კი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად იღუპებიან. ფრთხილად იყავი ჩვენ შენს ოფისს ავაფეთქებთ”,ნათქვამია წერილში, რომელზეც “სვასტიკებია” მიხატული და წერია – “HEIL HITLER”

ჯეკ შეპარდი 31 წლისაა. მას შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ერთ-ერთი პაემნის შემდეგ ჯეკმა შარლოთა კატერზე მიიწვია, ხოლო შუაღამისას ისინი წყალში ჩაცვივდნენ. შეპარდი მაშინ იპოვეს როცა ნავის ნარჩენებს ეჭიდებოდა, ხოლო ბრაუნი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. სასამართლომ შეფარდი არ დააკავა და როგორც ამბობს, მისთვის არც საზღვრების გადალახვა აუკრზალავთ, ხოლო იმის გამო, რომ გარდაცვლილს გავლენიანი ნათესავები ყავთ, შეფარდის თქმით, მას ანგარიშსწორების შეეშინდა და მიმალვა და საქართველოში ცამოსვლა გადაწყვიტა. 23 იანვარს კი ის თავისი ნებით ჩაბარდა ქართველ სამართალდამცველებს. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო. ქართული სასამართლო ახლა შპარდის ექსტრადირებაზე მსჯელობს, ადვოკატის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გადაცემას ლონდონი დაჩქარებული წესით ითხოვს.