“მხოლოდ წინსვლა,მხოლოდ შეტევა ივანიშვილის შუშის სასახლეზე“–სააკაშვილის ახალი ვიდეო არჩევნებთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე დღეს ახალ ვიდეო მიმართვას ავრცელებს და თანამებრძოლებს ბრძლისკენ მოუწოდებს:

“სინამდვილეში გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება. ამაში ვარ დარწმუნებული.სინამდვილეში ივანიშვილმა გუშინ რეალურად დიდი დარტყმა მიიღო.

ეს იცით რას მახსენებს ისტორიულად? 2004 წლის მარტში საქართველოში ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები. მაშინ მე ვიყავი ახლადარჩეული პრეზიდენტი, ძალიან პოპულარული, მათ შორის აჭარაში. და რა მოხდა?აჭარაში სადაც ჩავიყვანეთ მრავალი ათასი დამკვირვებლები, სახელისუფლო ბერკეტების ნაწილი იყო ჩვენ ხელში, ასლან აბაშიძემ მოგვიგო არჩევნები, ჩაიწერა ისეთივე მოგება, როგორც ივანიშვილმა ჩაიწერა გუშინ მოგება საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. და ზუსტად ორ თვეში გამოვიდა იქ ხალხი და ასლან აბაშიძე დაამხო. აი ეს არის ისტორიის გაკვეთილები. ერთი ერთზე გავს ივანიშვილი აბაშიძეს. პრაქტიკულად მან დაამყარა ასლანიზმი საქართველოს მაშტაბით, მაგრამ ეს არ იმუშავებს.

მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, განსაკუთრებით გუშინდელის შემდეგ, ძალიან ვამაყობ ჩემი თანამებრძოლებით. ჩვენი გამარჯვები არის ძალიან ახლოს. ამას ვამობ ადამიანი, ვისაც აქვს გამარჯვების გამოცდილებაც და მარცხის გამოცდილებაც. ახლა საჭიროა ენერგიული მოქმედება, ახლა გაჩერების დრო არ არის და დანებებაზე ფიქრის დროც კი. მოდი, ერთმანეთზე ნუ ვიეჭვიანებთ. თუ ვინმეს შეუძლია ჩვენზე უფრო სწრაფად წინ წასვლა წავიდეს ის და გავყვებით ჩვენ. თუ არ უნდა სწრაფად წინ წასვლა, ჩვენ ნუ შეგვიშლის ხელს, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ. ახლა არის ფრონტის ფართოდ გაშლის დრო.

მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ შეტევა ივანიშვილის შუშის სასახლეზე. სანამ ივანიშვილის არაფოორმალური მმართველობა არ მოშორდება საქართველოს, არჩევნების ნორმალურად ჩატარება არ გამოვა“–ამბობს სააკაშვილი.