მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? ქორვაჭარი- კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე

,,მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი”,- განაცხადა მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდიამ ზაზა სარალიძეზე.

,,სპეკტაკლებს მიდგამს უნიჭოდ, ხელები მიბრახუნა, ხელები უბრახუნოს დედამისს და მის შთამომავალს”,- ამბობს თენგიზ კალანდია. 

მისი შვილის, ლუკა კალანდიას განცხადებით, ზაზა სარალიძე მკვლელებთან გარიგებაზე მიდის. 

,,გარიგებაზე მიდის მკვლელებთან იმიტომ, რომ მიხეილ კალანდია დაიჭირონ. ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ, ჩვენ რა, თამოყვარეობა არ გვაქვს?! უბრალოდ პატივს ვცემდით გარდაცვლილების სულებს. ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და გადაგვიარა ყველამ თავზე. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი”,- აღნიშნა მიხეილ კალანდიას ძმამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ, მიხეილ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც თენგიზ კალანდიასა და ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და მას გაეკიდნენ. სიტუაცია მანდატურებმა განმუხტეს.