მკვლელობა იყალთოში. მეზობელმა 44 წლის მამაკაცი მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტში – სოფელ იყალთოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 44 წლის გელა გერმანაშვილი მოკლეს.გერმანიშვილი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, როცა მასთან თანასოფლელი და მეზობელი მივიდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მიიმალა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი,  უცნობია.მამაკაცი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.