უბედური შემთხვევა კასპში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ დაბადების დღეზე სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას თავში სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რაც, სიკვდილის მიზეზი გახდა.
არსებული ინფორმაციით, განიხილება თვითმკვლელობის ვერსია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.