როგორც ცნობილი ხდება გუდაურში სისხლიან გარჩევაში 6 პირი მონაწილეობდა. ტელეკომპანია მთავარი მომხდარი ინციდენტის პირველ კადრებს ავრცელებს რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ მკვლელობას უძღოდა ურთიერთდაპირისპირება, რომელშიც 6 პირი მონაწილეობდა. დაპირისპირებაში ყველა პირის მონაწილის იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მული) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს.