{{ARTICLEIMAGE}}
ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა კომენტარი. რომან გოცირიძის თქმით, პარტიაში დიქტატურა მყარდება და განსხვავებული აზრის გამო კომიტეტებიდანაც უშვებენ ხალხს.
“ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც “ქართული ოცნების” ჩამოშლის დასაწყისი. გაჩნდა ყველაზე დიდი ბზარი, რაც კი ბოლო პერიოდში ამ პარტიის კედლებზე იყო. ეს ბზარი შეიძლება იმდენად გაიზარდოს, რომ საკმაოდ მძიმე შედეგებით დამთავრდეს. ფაქტობრივად, პარტიაში მყარდება დიქტატურა. განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის კომიტეტებიდანაც კი უშვებენ ხალხს. თუ განსხვავებული აზრისთვის დაისაჯა ჭიჭინაძე და აიძულეს, რომ დაეტოვებინა “ქართული ოცნება”, დღეს უკვე დიდ ჯგუფთან გვაქვს საქმე. არჩევანი მათზეა – ან მორჩილებაში ყოფნა, ან მონობისგან გათავისუფლება”,განაცხადა რომან გოცირიძემ.
ირაკლი კობახიძე გუნდის წევრებს სპეკულაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ქუცნაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო
“ეს იყო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება”:მდინარაძემ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი დაასახელა
ბესელის მიერ შერჩეულ ფოფხაძეს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული კომიტეტი დაატოვებინა
“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)