მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ბესელია პარიზში გაემგზავრა

{{ARTICLEIMAGE}}

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრა. 11 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება და სწორედ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა პარლამენტის წევრი საფრანგეთში.

კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შვედეთიდან და იტალიიდან წარდგენილ კანდიდატებს გაესაუბრებიან. დღის წესრიგის თანახმად, სხდომის მონაწილეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლის პოზიციაზე ასარჩევი კანდიდატურების შეფასების კრიტერიუმების სახელმძღვანელო პრინციპებზე იმსჯელებენ.


აღსანიშნავია, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგ ბესელია მალევე გაემგზავრა ლონდონში, სადაც 3-4 იანვრისთვის ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდმა მიიწვია.  ვიზიტის ფარგლებში ქართველი პარლამენტარი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორს ქრის ლევიქის შეხვდა.


ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იქნება: განხორციელებული პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგები, არსებული საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.


“შეხვედრის მიზანია, გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან. ამ თანამშრლომლობის ფარგლებში ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო ახალი ეტაპი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის, რაც წარმატებით განხორციელდა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო ზედანხედველობის კომპონენტი და ახალი რეგლამენტით თემატური მოკვლევების პრაქტიკის დანერგვა. ეს მცდელობა წინა მოწვევის პარლამენტში გვქონდა და საინტერესო იყო შედეგი. ამჯერად სწორედ ინსტიტუციონალურ დონეზე გვინდა გავაგრძელოთ ეს პრაქტიკა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვგეგმავთ თანამშრომლობას და ველოდებით საინტერესო სიახლეებს”, აცხადებდა ეკა ბესელია.

“ოცნების” ლიდერის განცხადება გუნდის ნაწილის პოზიციებს დაემთხვა, ბესელიას კი ივანიშვილი გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს