მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობიდან არავის გარიცხვას აპირებს

{{ARTICLEIMAGE}}

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ გუნდის გადაწყვეტილებებზე საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ისაუბრებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ რომელიმე დეპუტატის გარიცხვაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენ გამოვნახეთ გზა ხარვეზის გამოსასწორებლად და ვინმეს გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა. რაც არ უნდა კამათი და გაუგებრობა იყოს, გუნდის წევრებს ვუფრთხილდებით და ვცდილობთ, გუნდის შიგნით დავალაგოთ სიტუაცია”, განაცხადა მდინარაძემ კაჭრეთში მმართველი გუნდის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.  

რაც შეეხება მოსამართლეთა სიის გაწვევის საკითხს, მდინარაძე ამბობს, რომ “მოსამართლეთა სიის პარლამენტიდან გაწვევა იუსტიციის საბჭოს და სასამართლოს საქმეა და არა პარლამენტის.

“ჩვენი ვალდებულებაა, განვიხილოთ თითოეული კანდიდატურა და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება“, განაცხადა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უსაფუძვლოა განცხადებები იმის შესახებ, თითქოს მოსამართლეთა სადავო სიას ბიძინა ივანიშვილი ლობირებს.

“პარტიის თავმჯდომარის, ასევე საპარლამენტო ხელმძღვანელობის მხრიდან საუბარი იყო არა იმაზე, რომ ვინმეს დავუჭიროთ თუ არა მხარი, არამედ იმაზე, რომ ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი“,აღნიშნა მდინარაძემ.