მამა პეტრე კოლხი მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირს ქრისტეს სახელით მოძალადეებს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ ორგანიზაციას ქრისტიანულ რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს.
“მოვედი იმისთვის, რომ მკაფიოდ გამოვხატო ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
ვემიჯნები ყოველთვის, ყველა დროსა და ეპოქაში ძალადობას, უზნეობას, ამორალიზმს და ყველაზე მეტად – ვემიჯნები იმ ადამიანების გუნდს, დაჯგუფებას, რომელიც ქრისტეს სახელით ძალადობას მიმართავს და ანადგურებს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, ანადგურებს მომავალ თაობას.ე.წ მმკ არის ყველაზე დიდი უზნეობა და ამორალიზმი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ვინაიდან ქრისტეს სახელით ყველაზე დიდი მოძალადეები, ყველაზე დიდი კაცთმოძულეები არიან ”-აცხადებს მამა პეტრე კოლხი, რომელიც დღეს ანტისაოკუპაციო აქციაზე მივიდა.
შეგახსენებთ, რომ მმკ, ქართული მარში და ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე პრაიდის საწინააღმდეგო აქციას დილიდან მართავენ, ისინი ანტისაოკუპაციო აქციასაც დაუპირისპირდნენ.