“ევროპული საქართველოს” დეპუტატმა სერგო რატიანმა ბიუროზე დეპუტატებს მიმართა და მათ სამარცხვინოები უწოდა, სიტყვის დასრულების შემდეგ კი პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
ამ ფაქტს მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა, ანრი ოხანაშვილმა მას მოუწოდა დამჯდარიყო და პასუხები მოესმინა.
“მოდი აქ მობრძანდი და მოისმინე შე მატყუარა შენ”-მიმართა ოხანაშვილმა რატიანს.
„იმ ღამეს მოხდა ის, რომ თქვენ ესროლეთ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ღირსებას იცავდნენ, რაც თქვენ, სამწუხაროდ, ვერ შეძელით. თქვენ გინდათ ძალის დემონსტრირება, კონფრონტაცია, მაგრამ საქართველოს პარლამენტი და უმრავლესობა, თავისი არსებობის მანძილზე, არასდროს ყოფილა ასეთი უსუსური, როგორიც დღეს არის. დღეს თქვენ ხართ ყველაზე სუსტები და უსუსურები. მართლა მეცოდებით თითოეული თქვენგანი, ვინც ამას გააკეთებს,“ – მიმართა რატიანმა უმრავლესობას სხდომის დატოვებამდე.