“მოდის ჩემამდე ეს ამბები და ვღელავ”- რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ შობის ღამეს

თამრიკო ჭოხონელიძეს შობის ღამეს სამების ტაძარში არ უგალობია. მომღერლის თქმით,მიზეზი კონკრეტულ საკითხზე მისი პოზიცია გახდა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, ჭოხონელიძემ 2019 წლის 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღო.

ჭოხონელიძემ ჰომოფობია დაგმო და განაცხადა, რომ სადაც დაპირისპირებაა ის იქ არ იქნება. მომღერლის თქმით, საპატრიარქოდან მოითხოვეს მას ბოდიში მოეხადა, რაზეც უარი თქვა.

ზაფხულში მომღერალმა თირკმელზე ოპერაცია გადაიტანა. ამის შესახებ მან ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა.

“ხუთჯერ გამიკეთეს ნარკოზი. მთელი 7 თვე ძალიან ცუდად ვიყავი. 25 ოქტომბერს და ბოლოს კიდევ 21 ნოემბერს გამიკეთეს ოპერაციები. ლამის თირკმელი დავკარგე. სეფსისი განვითარდა და ურთულესი მდგომარეობა მქონდა. ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება და შვილებმა „ფეისბუქიც“ გამიუქმეს. ცდილობენ, არაფერი წავიკითხო, მაგრამ მაინც მოდის ჩემამდე ეს ამბები და ვღელავ. ეტყობა, ახლა არ უნდოდა ჩემი წაყვანა უფალს და გადავრჩი“-ამბობს ჭოხონელიძე.