“მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს მშენებლობის”- მარგველაშვილი პარლამენტთან აქციაზე მივიდა

პარლამენტთან აქციაზე  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მან ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ ხალხის რაოდენობის დათვლას თავი დაანებონ.

„მე მინდა მივმართო აგრეთვე, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა, როგორც მითხრეს, დათვლა დაიწყო და 200 კაცზე მეტს ვეღარ კრიბავენო, აქ ხალხს არ კრიბავენ, აქ ხალხი იკრიბება. იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე, ნუ ზომავთ ასე, რომ ვიღაც ვიღაცას კრებს, არა, თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება და ნუ ზომავთ რაოდენობით, ეს არ არის მევახშის საზომი ამბავი. თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრება, სულ რომ მეათედი იყოს აქ, ბევრად უფრო მეტის გამკეთებელია, ვიდრე 100, 200 და 300 ათასი მოყვანილი და შეკრებილი სწორედ. მოდით და თქვენც ჩაერთეთ ამაში, მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს მშენებლობის, იმიტომ, რო აქ დაყენებული მოთხოვნები არის სამართლიანი და სამართლიანობის უკან, როდესაც 2 ადამიანი დგას, იცოდეთ, რომ ის სამართლიანობა ყოველთვის გაიმარჯვებს,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.