სამოქალაქო მოძრაობა ,,შეცვალემ” ჯანდაცვის სამინისტროსთან წყალში მედიკამენტები ჩაყარა. მათ აქცია-პერფორმანსით C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ვადის გასვლა და გაფუჭება გააპროტესტეს, რის შესახებაც აუდიტის დასკვნით გახდა ცნობილი.
„საზოგადოებამ გაიგო, რომ 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტები გააფუჭა ხელისუფლებამ და გვეუბნებიან, რომ ვადა გაუვიდა, მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი დგას რიგში და არის ამ ტაბლეტების მოლოდინში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები გვიგზავნიან ამ მედიკამენტებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იზრუნონ, ჩვენი ხელისუფლება კი აფუჭებს ამ წამლებს, ყრის წყალში. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ შექმნა პრეცედენტი, რომ ორი ათასი კაცი, რომლის დოზაც არის გაფუჭებული, სიკვდილისთვის გაწირა”, – განაცხადა „შეცვალეს” ერთ-ერთმა წევრმა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა და გაფუჭდა. აუდიტის დასკვნით , გაფუჭებული მედიკამენტებით 2321 ადამიანის განკურნება იქნებოდა შესაძლებელი.