მოძრაობა #სირცხვილია ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

მოძრაობა #სირცხვილია ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. გადაწყვეტილება 15-მა უნივერსიტეტმა მიიღო.

ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ორგანიზატორებს შორის არიან: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და სხვები. 

#სირცხვილის ტალღა ქვეყანაში მაშინ დაიწყო, როცა საზოგადოებამ საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატი იხილა. გავრილოვის ვიზიტის შემდეგ მიმდინარეობდა აქციები, სადაც ათასობით ადამიანი მაშინდელ შს მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით, გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე დაინიშნა.

დღეს კი, საპროტესტო ტალღა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გრძელდება.