“Gauqmebulia-Gauqmebulia”-მოძრაობა ,,სირცხვილიამ” ქართული ოცნების ოფისთან სამგლოვიარო პროცესია მოაწყო

სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისთან სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მათი თქმით, ქართულ ოცნებას აქვს გლოვის დღე, რადგან პროპაგანდისტულმა იარაღმა, ტროლების ქარხანამ მუშაობა დაასრულა. ,,დღეს ქართულ ოცნებას აქვს გლოვის დღე, რადგან მთავარმა პროპაგანდისტულმა იარაღმა, ტროლების ქარხანამ მუშაობა დაასრულა და გაუქმდა ასობით ანტიდასავლური ნარატივისა და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი სახელისუფლებო გვერდები, რომელთა რეკლამირებაზეც 316 000$-ზე მეტი დაიხარჯა,”- განაცხადეს აქტივისტებმა.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს ,,ფეისბუქმა” 314 გვერდი, 39 პროფილი და 13 ჯგუფი გააუქმა, რომელებიც მთავრობასთან და კომპანია ,,პანდასთან” იყვნენ დაკავშირებული.