მოგცლიათ ერთი, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
მედიის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრისგან დაინტერესდნენ, უნდა დაიკითხოს თუ არა მეუფე იაკობი მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რადგან ის პატრიარქის გადაყენების საკითხზე საუბრობს.
ცნობისთვის, მთავრობის წევრები „ექსპო-ჯორჯიაში“ ჯანდაცვის სისტემის ახალი რეფორმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის განცხადებები სინოდმა უნდა განიხილოს.