სანდრა რულოვსი ამბობს რომ მას აქვს ინფორმაცია რომ ხელისუფლების კანდიდატი პირველივე ტურში დაამარცხა.
“აქ ვდგავართ 58-ე და 39-ე უბანთან. დაველოდებით მათ გამოცხადებულ შედეგებს. აქ არის ორი უბანი ერთ სკოლაში. უკანა მხარეს არის 38-ე უბანი, სადაც არის შესული არჩილ თალაკვაძე. ეს ნიშნავს, რომ იქ მაგარი გაყალბება მიმდინარეობს, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს 91-ე ანაკლია 2 ხმით, 77-ე უბანი ონოღია 30 ხმით, ასევე ძალიან კარგი ხმები მოგვდის 31-ე უბანზე – ეს ანაკლიაა, დავითიანი გვაქვს მოგებული 50 ხმით და რუხი გვაქვს მოგებული 41 ხმით, მე-100 უბანი.
ჩვენ პირველივე ტურში მოვიგებთ და არანაირად არ ვაჩუქებთ მეორე ტურის ან რაიმე სხვა განცხადებას არ შევეგუებით, ჩვენ ვიცით რასაც მაიმუნობენ, ვიცით,რ ომ მარტო ამ სოფელში 60 პასპორტია წართმეული,უამრავი დადასტურებული ფაქტია მოსყიდვის, უამრავი ფაქტია ზეწოლის, ასევე ფარულობის დარღვევის, ძალიან ბევრი ფაქტია, რომ ხალხი ვერ მივიდა ან ძალით მიიყვანეს. ასევე ხალხი იყო შეყვანილი აკრედიტაციის გარეშე , ბევრი იყო ნასვამი და პოლიცია არ აქტიურობდა.
მე მინდა მივმართო პოლიციელებს, ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ გახსოვთ, როგორ კარგად გექცეოდნენ წინა მთავრობის დროს და ასე იქნება ისევ, თქვენ არ უნდა გახდეთ მონები. ვიცი თქვენი დამოკიდებულება და ყოველთვის არის თბილი და პატივისცემის დამოკიდებულება ჩვენთან.
მესმის რომ იძულებულები ხართ, მაგრამ ვიცი,რომ არ დაუშვებთ პროვოკაციას, თქვენ უნდა იდგეთ ხალხის მხარეს. ეს არის განმუხური და განმუხურს მოვიგებთ, სხვა არჩევანი აქ არ არის, როგორც ანაკლიას.
არ ვიცი რას აპირებენ მეორე ბანაკში, ჯერ ჩუმად არიან და თათბირობენ,თუ გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას ამას არ შევეგუებით. პირველი ტური ჩვენ გვაქვს მოგებული და არ დავუშვებთ მეორე ტურს, იმიტომ რომ არ გვჭირდება.
თუ ისინი მაინც პირველ ტურს გამოაცხადებენ ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, სოფელ სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადადგმისთვის და თითო სოფელში, თუ მე არ გამომყვებიან თბილისამდე, იმ შუშის სასახლემდე. მე ამისთვის ვარ მზად, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ მე არ მიცნობთ.ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური, თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს, მე ვადასტურებ ამას. კახათიც მოგებულია“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.