ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია გამოსცა, რომლითაც მმართველ ძალას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერა და ნდობა ექნება.
გარდა ამისა, PACE ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევისა და დამტკიცების შესახებ და დაუყოვნებლივ განახორციელოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა.
ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის ვერმიღების გამო. რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ხარვეზებზეც. მათ შორის იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას გამოიკვეთა ხარვეზები, შერჩევის კრიტერიუმები არ იყო მკაფიო და ერთიანი და გადაწყვეტილება არ დასაბუთდა საფუძვლიანად.
რეზოლუციაში კრიტიკა გამოთმულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების გამოუძიებლობის გამო.
ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია 2019 წელს 10 ქვეყნის მონიტორინგის შედეგებს ეფუძნება. მათ შორისაა საქართველოც.