იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში აცხადებს , რომ მან ბევრი შეცდომა დაუშვა. ის მიიჩნევს, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება რუსული სპეცოპარაცია იყო.
“რა თქმა უნდა, დავუშვი შეცდომები. ბევრი შეცდომები იყო. ამ გადმოსახედიდან ეს შეცდომები უკეთესად ჩანს. ვფიქრობ, ბევრი რაღაც ყველას ერთად სსხვანაირად რომ გაგვეკეთებინა, შანსი იყო ქვეყნის სხვანაირი განვითარების. მაგრამ რაღაც ლაპარაკი, რომ რაღაც კონკრეტული შეცდომების გამო რაღაც მოხდა, ძალიან ძნელია. იმიტომ, რომ მოხდა გლობალური კატაკლიზმა, ასე ვთქვათ, რომელიც იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოში 2012 წელს. თუმცა, ამას დაერთო ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელი ბუნებრივი პროცესი – ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალური, სწორი, კარგი პროცესი იყო, რა თქმა უნდა”, – აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.