მოლაპარაკების მაგიდაზე ჩვენი წინადადება პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანია- თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, წინადადება, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, პრაგმატული, სამართლიანი და კომპრომისულია.

,,მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას და ჩვენ შევძლებთ საბოლოო შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ის წინადადება, რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი,”- თქვა არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, საუზმემ მოლაპარაკების პროცესზე დადებითი გავლენა მოახდინა. კითხვას, მმართველმა გუნდმა შესათავაზა თუ არა ოპოზიციას 110/40-ზე პროპორცია, ამბობს, რომ ,,არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც განიხილეს და რაც ამ რიცხვებს მეორეხარისხოვანს ხდის”.

ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარების 110/40-ზე გადანაწილება შესთავაზა, რაზეც ოპოზიცია უარს ამბობს.