პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების საქმეზე კალანდიას დაკავების ფაქტი შეაფასა. მისი განცხადებით, დღევანდელი დაკავებით მოლოდინები გამართლდა.
„როდესაც იყო ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა ფორმატში, ყოველთვის ვამბობდით, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს საქმე განხილული იყო პირველი ინსტაციის დონეზე და ხედავთ, რომ მეორე ინსტანციის დონეზე უკვე არის ცვლილებები. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები გამოიწვია დამატებითმა მონაცემებმა, რომელიც მიიღო სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი პოზიცია და ხედავთ, რომ მეორე ინსტაციის დონეზე, მოლოდინები, რომ რაღაც შეცვლილიყო, გამართლდა“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.